ვალტერ მაცარი: "სიტის" ტევესი კი გამოაკლდა, მაგრამ ბალოტელი ჰყავს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩში მეტოქე გუნდზე - "მანჩესტერ სიტიზე" ისაუბრა.

"ჩვენ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ მივცემთ, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" - მსოფლიოში დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მერე რა, რომ გუნდში კარლოს ტევესი აღარაა. ახლა მარიო ბალოტელი ათამაშდა, რომელიც ბრწყინვალეა.

"ნიუკასლთან" მატჩში მანჩინიმ ძირითადის ხუთი მოთამაშე დაასვენა. ასეთ რამეზე კი ჩვენ ვერც ვიოცნებებთ. სამაგიეროდ, "სიტისგან" უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე "ნაპოლისგან", რადგან კლუბის მფლობელმა გუნდის გასაძლიერებლად ბოლო წელიწადნახევარში დაახლოებით 200 მილიონი ევრო დახარჯა.

ვფიქრობ, წილისყრის
შემდეგ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ხუთი მატჩის შემდეგ პლეი ოფში გასვლის შანსს კვლავ შევინარჩუნებდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ასეა. ეს ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ თუ მაინც ევროპის ლიგაზე გადავბარგდებით, მის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ასეთია ჩვენი პრინციპი!", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული