ტიაგო სილვა: როცა მესი გიახლოვდება, პირჯვარი უნდა გადაიწერო

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ტიაგო სილვამ "ბარსელონასთან" ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"მესი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, მოედანზე გადაწყვეტილება წამში უნდა მიიღო. როდესაც ის ბურთით გიახლოვდება, ისღა გრჩება, რომ პირჯვარი გადაიწერო და ილოცო, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს.

"მილანი" და "ბარსელონა" თამაშის სხვადასხვა სტილს მისდევენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ეს რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ მთელი ძალით ვმუშაობთ, გამარჯვება ხომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს მოგვცემს. ეს კი ბოლო ორი წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ.

ხმები ჩემი "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ
გამოგონილი იყო. "მილანში" ბედნიერი ვარ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ბევრით არ ჩამოვრჩებით.

მინდა ჩემპიონთა ლიგა სწორედ "მილანის" შემადგენლობაში მოვიგო", - განაცხადა სილვამ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული