ბალოტელი: "მანჩესტერ სიტის" არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "ნაპოლისთან" (1:2) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ქალაქელები" ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ.

იტალიელმა ფორვარდმა ისიც თქვა, სად უფრო უადვილდება თამაში - ინგლისსა თუ იტალიაში.

"ეს მნიშვნელოვანი თამაში იყო. რა თქმა უნდა, ფრე უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. წავაგეთ, მაგრამ ბოლო ტურში შეიძლება მათაც წააგონ, ასე რომ "მანჩესტერ სიტის" არაფერი ემუქრება.

იტალიაში მცველები უფრო ტაქტიკურად თამაშობენ, ინგლისში კი ყურადღებას ფიზიკურ მომზადებაზე ამახვილებენ. თუ შევადარებთ, მე როგორც ფორვარდს, უფრო ინგლისური დაცვითი სტილი მომწონს. რაც შეეხება ჩემს
პოზიციას მოედანზე, ცენტრალურ ფორვარდად თამაში მირჩევნია, მაგრამ გუნდის ინტერესების გამო თამაში ნებისმიერ შემტევ პოზიციაზე შემიძლია", - თქვა ბალოტელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული