"რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "დინამოსთან (ზ)" (6:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ თავისი გუნდი შეაქო.
"ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს, მათ პუბლიკა გაართეს და თავადაც იხალისეს. არ მესმის, მატჩის ბოლოს როგორ მოვახერხეთ ორი ბურთის გაშვება. ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი დაიღალა ან რიტმს ვერ აჰყვა.
შესაძლოა ჩვენს კარში გაშვებული ორი გოლი "დინამოს" პრინციპულობის შედეგია.
იდეალური საღამო იყო. რამდენიმე ფეხბურთელმა სათამაშო პრაქტიკა მიიღო. მომდევნო მატჩი "ატლეტიკოსთან" გვიწევს. კარგია, რომ ფეხბურთელებმა დაისვენეს", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
15:40 23-11-2011
მოურინიო: ფეხბურთელებმა პუბლიკა გაართეს და თავადაც იხალისეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული