ნეაპოლში განცდილმა მარცხმა "ქალაქელებს" პლეი ოფში გასვლის შანსები კიდევ უფრო შეუმცირა. მათი ბედი ახლა "ვილიარეალზეა" დამოკიდებული, რომელიც ჯერჯერობით ჯგუფში ქულის გარეშეა.
"ნაპოლის" გასვლის შანსი 70%-ია, ხოლო ჩვენი - 30%. ჩვენზე უკვე ცოტა რამ არის დამოკიდებული. მთავარი ფავორიტი "ნაპოლია" და ყველაფერი მათ ხელშია", - თქვა მანჩინიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით