"მილანის" მწვრთნელმა იბრაჰიმოვიჩს ვალიუმი გამოუწერა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დამამშვიდებელი საშუალების - ვალიუმის მიღება ურჩია.

ალეგრის თქმით, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ იბრაჰიმოვიჩი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მისთვის ვალიუმი აუცილებელია.

იბრაჰიმოვიჩი "მილანში" "ბარსელონადან" 2010/11 წლის სეზონის წინ გადავიდა. ცოტა ხნის წინ გამოიცა შვედი ფორვარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

იბრაჰიმოვიჩის თქმით, მან ესპანური გუნდი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გამო დატოვა, რომელიც მის შესაძლებლობებს არასწორად იყენებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული