ფერგიუსონი ჟურნალისტს გაებუტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდგომი პრესკონფერენციიდან ნაადრევად წავიდა.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს ჰკითხა, თუ რატომ ასპარეზობს პრემიერლიგის ორი წარმომადგენელი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე ასე ცუდად. ამის გაგონებაზე ფერგიუსონი ადგა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

როგორც ჩანს, შოტლანდიელი სპეციალისტი ამ კითხვამ გაანაწყენა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული