ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური - დღეს კვიპროსის დღეა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
დღე იმით დაიწყო, რომ კვიპროსული ფეხბურთის ისტორია ოქროს ასოებით გადაიწერა - აპოელ პირველი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში გაინაღდა. თანაც ეს კუნძულელებმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ტურით ადრე შეძლეს!

სუსტ გუნდს შეიძლება ერთხელ გაუმართლოს, მაგრამ ხუთჯერ? ხუთი ტურის შემდეგ აპოელ-ს 2 მოგება და 3 ფრე აქვს და ის დაუმარცხებელია.

ეს მატჩი დაგეგმილზე გვიან დაიწყო, რადგან მასპინძელი გუნდის ფანებმა ტრიბუნებზე ცეცხლი გააჩინეს. "ზენიტის" უპირატესობას დიდი ეთქმოდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა ბუხაროვსა და დანის ასპროცენტიანი საგოლე მომენტები შეექმნათ, მაგრამ კვიპროსელებმა რუსულ
ყინვასა და მასპინძელთა შეტევებს გაუძლეს - 0:0.

გაგაცნობთ კვიპროსული სასწაულის მთავარ შემოქმედს - 49 წლის მწვრთნელ ივან იოვანოვიჩს. სერბი სპეციალისტი 2003 წლიდან (პაუზებით) თავკაცობს აპოელ-ს. მან გუნდს სამჯერ მოაგებინა ჩემპიონატი და მეორედ გაიყვანა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ამის შემდეგ ისტორია გადაწერა ჩეხურმა "ვიქტორიამაც", რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო ბორისაუს ბატე-ს. ეს პლზენელთა პირველი გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგაში. მატჩის ერთადერთი გოლი მარეკ ბაკოშმა პირველ ტაიმში ახლო მანძილიდან გაიტანა და ახლა ჩეხებს უკეთესი შანსები აქვთ ევროპალიგაზე გააგრძელონ ბრძოლა, ვიდრე - ბელარუსებს.

ამ ჯგუფში დღის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, "მილანი" და "ბარსელონა" ფაქტობრივად პირველი ადგილისთვის შეებნენ ერთმანეთს(პლეი ოფი მათ უკვე გარანტირებული ჰქონდათ). მე-14 წუთზე ჰოლანდიელმა ვან ბომელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ 6 წუთში ექს-ბარსელონელმა იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მალე მესიმ (მე-2 ცდით) პენალტის ნიშნულიდან ისევ "ბარსელონა" დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბოატენგმა სუპერგოლი გაიტანა. 9 წუთში ესპანელები ისევ წინ გავიდნენ ჩავის წყალობით - 2:3.

"ვალენსიას" რობერტო სოლდადომ უკვე პირველ ტაიმში შეასრულა ჰეთ თრიკი "გენკის" კარში, მანამდე კი იყო ჟონასის გოლი. მოკლედ, "ვალენსიამ" ქვა-ქვაზე არ დატოვა ბელგიური გუნდისგან. "ლოს ჩე" პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს. მეორე ტაიმში სოლდადომ ცოტა ითამაშა, თუმცა "გენკს" არც მისმა თანაგუნდელებმა დააკლეს - 7:0.

ამ ჯუფში ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც მიხაელ ბალაკის ამჟამინდელმა გუნდმა "ლევერკუზენმა" ყოფილს, "ჩელსის" ბოლო წუთზე 2:1 მოუგო.

გერმანიის ჩემპიონი "ბორუსიის" ძლევით "არსენალმა" პლეი ოფში გააღწია.

E ჯგუფი
ლევერკუზენი-ჩელსი 2:1
[იხილეთ ვიდეო]
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი (57. შიურლე), ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი (71. დერდიოკი) - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო, ბალაკი, სემი - კისლინგი (82. ოკჟიპკა).
ჩელსი (4-1-2-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, დავიდ ლუიზი (68. ალექსი), ბოსინგვა - მეირელეში (80. ობი მიკელი) - ლამპარდი, რამირესი - სტარიჯი, დროგბა, მატა (65. მალუდა).
გოლები: 0:1 დროგბა (49), 1:1 დერდიოკი (73), 2:1 ფრიდრიხი (90)
გაფრთხილება: კისლინგი, კადლეცი, ბალაკი - ივანოვიჩი, მეირელეში
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (5-9); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 000

ვალენსია-გენკი 7:0
ვალენსია (4-4-2): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი (46. პარეხო), მატიო - პ. ერნანდესი, თოპალი, ტ. კოსტა, ფეგული (57. პიატი) - ჟონასი, სოლდადო (65. ადურისი).
გენკი (4-4-2): კოტელესი - ვანდენ ბორე, ნადსონი, ჰილანდი (61. ლიმბომბი), პუდილი - ბუფელი, კამუსი, ტოცერი, დე ბრუინი - ბარდა (71. ნვანგანგა), ვოსენი (46. სარი).
გოლები: 1:0 ჟონასი (10), 2:0 სოლდადო (13), 3:0 სოლდადო (36), 4:0 სოლდადო (39), 5:0 პ. ერნანდესი (68), 6:0 ადურისი (70), 7:0 კოსტა (81)
გაფრთხილება: რუისი, სოლდადო - ?
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-8 (17-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 5 3 0 2 7-7 9
2. ვალენსია 5 2 2 1 12-4 8
3. ჩელსი 5 2 2 1 10-4 8
4. გენკი 5 0 2 3 1-15 2

F ჯგუფი
არსენალი-ბორუსია 2:1

არსენალი: შჩესნი - ანდრე სანტოსი, მერტეზაკერი, ვერმალენი, კოშელნი (ჯურუ 83) - არტეტა, რემსი, სონგი - ჟერვინიო (ბენაიუნი 74), უოლკოტი (დიაბი 85) - ვან პერსი
ბორუსია: ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - კელი (ბარიოსი 64), გიოტცე (პერიშიჩი 28), გროსკროიტცი, ს. ბენდერი (ლაიტნერი 25), კაგავა - ლევანდოვსკი
გოლები: 1:0 ვან პერსი (50), 2:0 ვან პერსი (86) 2:1 კაგავა (90)
გაფრთხილება: უოლკოტი, რემსი, ბენაიუნი - შმელცერი,
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 4-9 (3-4); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 60 000

მარსელი-ოლიმპიაკოსი 0:1
მარსელი: მანდანდა - ნ’კულუ, ტრაორე, ს. დიავარა - ა. დიარა, შეირუ (მბია 61), კაბორე, ვალბუენა (ლ. გონსალესი 73), ა. აიუ, ჟ აიუ (ჟინიაკი 61), რემი
ოლიმპიაკოსი: მადიერი - მანიატისი, მოდესტო, მელბერგი, ხოლებასი (ფეტფატციდისი 75) - პაპადოპულოსი, მარკანო, ტოროსიდისი, ფუსტერი (იესტე 55) - ჯებური (პოტურიდისი 88), მირალიასი
გოლები: 0:1 ფეტფატციდისი (82)
გაფრთხილება: რემი - ტოროსიდისი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10-8 (3-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 42 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 5 3 2 0 6-3 11
2. მარსელი 5 2 1 2 4-2 7
3. ოლიმპიაკოსი 5 2 0 3 5-5 6
4. ბორუსია (დ) 5 1 1 3 4-9 4

G ჯგუფი
ზენიტი-აპოელ 0:0
ზენიტი (4-1-2-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოჩანი, ლომბაერტსი, კრიშიტო - დენისოვი - ზირიანოვი (55. ბისტროვი), შიროკოვი (87. ლაზოვიჩი) - ფაიზულინი, ბუხაროვი, დანი.
აპოელ (4-2-3-1): პარდო - სოლომუ, ოლივეირა, პაულო ჟორჟე, ალექსანდრუ (46. ელია) - მორაიში, პინტუ - ხარალამბიდისი, ტრიჩკოვსკი (89. ადორნო), მანდუკა - ალმეიდა (67. იაჰიჩი)
გაფრთხილება: კრიშიტო, ლომბაერტსი, ჰუბოჩანი - ალექსანდრუ, ელია, პაულო ჟორჟე
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21-5 (9-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 21 000

შახტარი-პორტუ 0:2
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - კობინი (87. დუგლასი), კუჩერი, რაკიცკი, რაცი - ჰუბშმანი, ფერნანდინიო - ედუარდო (59. ჟადსონი), მხითარიანი, ვილიანი (69. ტეიშეირა) - ადრიანო.
პორტუ (4-1-2-3): ელტონი - მაიკონი, ოტამენდი, როლანდო, ა. პერეირა - ფერნანდო - დეფური (88. სოუზა), მოუტინიო - ჰალკი, ჯალმა (73. კ. როდრიგესი), ჯ. როდრიგესი (81. ვარელა).
გოლები: 0:1 ჰალკი (80), 0:2 რაცი (90 ს.კ.)
გაფრთხილება: ედუარდო, ჟადსონი, კობინი - როდრიგესი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-15 (8-9); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 50 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 5 2 3 0 6-4 9
2. ზენიტი 5 2 2 1 7-5 8
3. პორტუ 5 2 1 2 7-7 7
4. შახტარი 5 0 2 3 4-8 2

H ჯგუფი
მილანი-ბარსელონა 2:3 [იხილეთ ვიდეო]
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა (66. ბონერა), ტიაგო სილვა, ძამბროტა - აკვილანი, ზეედორფი, ვან ბომელი (72. ნოჩერინო) - ბოატენგი - რობინიო (46. პატო), იბრაჰიმოვიჩი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი - ხავი, კეიტა, ტიაგო (90. დოს სანტოსი) - ფაბრეგასი (80. პედრო), ვილია (68. სანჩესი), მესი.
გოლები: 0:1 ვან ბომელი (14), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 1:2 მესი (31-პენ.), 2:2 ბოატენგი (54), 2:3 ჩავი (63).
გაფრთხილება: ნესტა, ძამბროტა, აკვილანი, ვან ბომელი - პუიოლი, მასკერანო, აბიდალი, მესი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 8-13 (3-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 85 000

ბატე-ვიქტორია 0:1
ბატე (4-2-3-1): გუტორი - იურევიჩი, ფილიპენკო, სიმიჩი, ბორდაჩოვი - პავლოვი (69. გორდეჩუკი), ვოლოდკო - ბაგა, რენანი, კონცევოი (75. რუდიკი) - სკავუში (77. კეჟმანი).
ვიქტორია (4-2-3-1): ჩეხი - რაიტორალი, ბისტრონი, სევინსკი, ლიმბერსკი - ჟირაჩეკი, ჰორვატი - პეტრჟელა (83. ფილიო), კოლარი, პილარი (90. რეზნიკი) - ბაკოში (80. დურისი).
გოლი: 0:1 ბაკოში (42).
გაფრთხილება: პავლოვი - ბისტრონი, ბაკოში.
კუთხური: 7-11; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-14 (5-8); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 30 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 4 1 0 16-4 13
2. მილანი 5 2 2 1 9-6 8
3. ვიქტორია 5 1 1 3 2-9 4
4. ბატე 5 0 2 3 2-10 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული