თერთმეტმეტრიანის შესრულებისას მესი დარტყმის წინ შეყოვნდა და ბურთი კარში შემდეგ გადაგზავნა. მატჩის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა არგენტინელი გააფრთხილა.
მესის პენალტის თავიდან შესრულება მოუხდა და გოლი მეორე ცდითაც, წესების სრული დაცვით გაიტანა. მატჩში ანგარიში 2:1 გახდა "ბარსელონას" სასარგებლოდ, საბოლოოდ კი ესპანურმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.