სოლდადო: "ჩელსის" გამკლავებას შევძლებთ

AutoSharing Option
"ვალენსიას" თავდამსხმელი რობერტო სოლდადო ფიქრობს, რომ მის გუნდს შესწევს ძალა ჩემპიონთა ლიგის ჯფუგური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში "ჩელსი" დაამარცხოს.

"თუ ჩვენ ამჟამინდელ ფორმას შევინარჩუნებთ, ვფიქრობ "ჩელსის" გამკლავებას შევძლებთ. მერვედფინალში გასვლა ჩვენი მიზანია, ამიტომ "სტენფორდ ბრიჯზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ.

რაც შეეხება "გენკთან" მატჩს, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო და არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის", - განაცხადა სოლდადომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "გენკთან" დაპირისპირებაში "ვალენსიას" თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული