"თუ ჩვენ ამჟამინდელ ფორმას შევინარჩუნებთ, ვფიქრობ "ჩელსის" გამკლავებას შევძლებთ. მერვედფინალში გასვლა ჩვენი მიზანია, ამიტომ "სტენფორდ ბრიჯზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
რაც შეეხება "გენკთან" მატჩს, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო და არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის", - განაცხადა სოლდადომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "გენკთან" დაპირისპირებაში "ვალენსიას" თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.
მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით