ჩეხი: მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან და არა მწვრთნელი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარემ პეტრ ჩეხმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ლევერკუზენთან" (1:2) შეხვედრაში თავისი გუნდის დაცვის შეცდომებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაფერში მთავარი მწვრთნელი არ უნდა დაადანაშაულო.

"მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან და არა მწვრთნელი. შეცდომებსაც ფეხბურთელები უშვებენ. ჩვენ ვართ დამნაშავეები და ეს ვიცით.

მარცხის მიზეზი მსგავსი შეცდომები გახდა, რაც "ლივერპულთან" დავუშვით. გადამწყვეტ მომენტებში კონცენტრაცია არ გვყოფნის.

ვფიქრობ, დაცვაში უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა ჩეხმა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული