რობერტო მანჩინი: ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრია ნაადრევია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, ნეაპოლში განცდილი მარცხის შემდეგ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშების მოსაგებად გუნდს გამოცდილება აშკარად არ ჰყოფნის, თუმცა იტალიელი სპეციალისტი პლეი ოფში გასვლის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.

"იმედი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაღწევას მოვახერხებთ. უნდა დავიჯეროთ, რომ "ბაიერნის" ძლევას შევძლებთ, "ვილიარელი" კი თავის პირველ ქულებს ნეაპოლელებთან მატჩში მოიპოვებს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ რეალისტებად უნდა დავრჩეთ - ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ამ სეზონში მოგებაზე საუბარი გადაჭარბებულია. საამისოდ გამოცდილება ჩვენ ჯერ კიდევ გვაკლია", - თქვა
მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული