სევილიას პისხუანზე დაუბრაგუნეს

AutoSharing Option
აპლოდისმენტები ქართველ ვეტერანს

5 თამაშში გატანილი 21 გოლი, პენალტების სერია ბრიუსელში, გაოგნებული "სანჩეს პისხუანი", დამწუხრებული იტალია და ერთადერთი გაძევება - ისიც ქართველის! ასეთია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების პირველი ნაწილის (მეორე ხუთი წყვილი დღეს გაარკვევს ურთიერთობას) შედეგი.

როგორც ჩანს, ვაჟა თარხნიშვილს არ უწერია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ვეტერანმა ქართველმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი და 39 წლისა ერთ ნაბიჯზეც იყო მიზანთან, მაგრამ... შვეიცარიის ჩემპიონის წინააღმდეგ "შერიფს" 0:1 ჰქონდა ამოსაქაჩი, მაგრამ შინ სულაც დიდი ანგარიშით წააგო. ისიც ვთქვათ, რომ
მასპინძლებმა ორი ბურთი მას შემდეგ გაუშვეს, რაც მსაჯმა ქართველი კაპიტანი გაუძევათ. ვაჟა მოედანს აპლოდისმენტების თანხლებით ტოვებდა...

"სევილია" კარგი გუნდია, მაგრამ სუსტი მწვრთნელი ჰყავს - ანტონიო ალვარესი მთავარი დამნაშავეა, როგორც ბარსელონურ კატასტროფაში, ასევე წუხანდელშიც - მოკრძალებულმა "ბრაგამ" "სანჩეს პისხუანზე" 4 გოლი გაიტანა! შეცვლაზე შესულმა ლიმამ კი სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. გუშინ ეს მატჩი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა - 4:3 "ბრაგას" სასარგებლოდ.

ისრაელში თამაში იმდენად საინტერესო არ იყო, რამდენადაც ის, თუ რა სტილში აღნიშნეს მასპინძლებმა საპასუხო გოლი, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა - "ჰაპოელი" მაინც გასული იყო ჯგუფურ ეტაპზე. მოკლედ, ზურაბ მენთეშაშვილის ყოფილმა გუნდმა მოახერხა "ზალცბურგთან" დუელის მოგება - 4:3 ორი მატჩის ჯამში.

გენუაში ბევრს არ სჯეროდა, თუმცა "სამპდორიას" ორმა ფორვარდმა - ჯამპაოლო პაცინიმ და ანტონიო კასანომ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ბრემენული 1:3-ის შემდეგ 85-ე წუთისთვის შინ 3:0 მოახერხეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა მარკუს როზენბერგის გამოჩენა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა ერთი საპასუხო გოლი და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. გადამწყვეტი გასროლა კი კლაუდიო პისაროსი იყო - პერუელმა შორი მანძილიდან ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა და "ვერდერს" სალიგოდ მწვანე შუქი აუნთო.

დამატებითი ორი ტაიმიც არ ეყოთ ბრიუსელში, სადაც "ანდერლეხტისა" და "პარტიზანის" საპასუხო მატჩი 2:2 მორჩა (სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ), პენალტების სერიაში კი სერბებმა იმარჯვეს (3:2) და 2003 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები

ანდერლეხტი (ბელგია)-პარტიზანი (სერბეთი) 2:2 (2:2) პენ. 2:3
ანდერლეხტი: პროტო - ჟილე, იუჰაში, მაზუში, დეშახტი - სუარესი, ბილია, კუიატე (60. ლეჟე), პოლაკი - ბუსუფა, ლუკაკუ.
პარტიზანი: რ. ილიჩი - სტევანოვიჩი, იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - ტომიჩი (82. სტანკოვიჩი), პეტროვიჩი, სმილიანიჩი, ს. ილიჩი (19. დავიდოვი) - კლეო, ილიევი (101. ბოგუნოვიჩი).
გოლები: 0:1 კლეო (15), 0:2 კლეო (53), 1:2 ლუკაკუ (64), 2:2 ჟილე (71)

ჰაპოელი (ისრაელი)-ზალცბურგი (ავსტრია) 1:1 (3:2)
ჰაპოელი: ენიეამა - კენდე, და სილვა, ბადიერი, ბენ-დაიენი - ზაჰავი, იადინი, როკი (74. აბუთბული), ვერმაუტი - საჰარი (91. შიში), მარე (65. ფრანსმენი).
ზალცბურგი: ტრემელი - შვენტო, აფოლაბი, სეკაგია, შვეგლერი - პოკრივაჩი, და სილვა - ნგვატ-მაჰოპი (65. ალანი), ლაიტგები, სარატე - ვალნერი (74. ბოგოსიანი).
გოლები: 0:1 და სილვა (42-საკ. კარში), 1:1 ზაჰავი (92)

სამპდორია (იტალია)-ვერდერი (გერმანია) 3:2 დ. დ. (1:3)
სამპდორია: კურჩი - სტანკევიჩუსი, ვოლტა, გასტალდელო, ციგლერი - სემიოლი, პალომბო, დესენა, გუბერტი (62. ტისონე/73. მანინი) - კასანო (90. პოცი), პაცინი.
ვერდერი: ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი (79. ბოინიში) - ბოროვსკი (63. არნაუტოვიჩი), ბარგფრედე, ფრინგსი, მარინი - პისარო, ვაგნერი (72. როზენბერგი).
გოლები: 1:0 პაცინი (8), 2:0 პაცინი (13), 3:0 კასანო (85), 3:1 როზენბერგი (93), 3:2 პისარო (100)

სევილია (ესპანეთი)-ბრაგა (პორტუგალია) 3:4 (0:1)
სევილია: პალოპი - კონკო (61. ხოსე კარლოსი), ფასიო, ესკუდე, დაბო (78. ნეგრედო) - ხ. ნავასი, ზოკორა, ჩიგარინი (61. რენატო), პეროტი - ლ. ფაბიანო, კანუტე.
ბრაგა: ფელიპე - სილვიო, მოიზესი, როდრიგესი, ედერსონი - ალანი, სალინო, ვანდინიო, აგიარი (55. ლიმა), პ. სეზარი (68. პაულაუ) - მატეუში (80. ელტონი).
გოლები: 0:1 მატეუში (31), 0:2 ლიმა (58), 1:2 ლ. ფაბიანო (60), 2:2 ხ. ნავასი (84), 2:3 ლიმა (85), 2:4 ლიმა (90), 3:4 კანუტე (91)

შერიფი (მოლდოვა)-ბაზელი (შვეიცარია) 0:3 (0:1)
შერიფი: სტოიანოვი - ვრანიეში, თარხნიშვილი, ნადსონი, ვოლკოვი - რუამბა - ადამოვიჩი, ნელსონი (76. ჯუროვიჩი) - ბალიმა, ფრანშა (79. ჰაჩატუროვი), დიედიუ (66. ნიკოლიჩი).
ბაზელი: კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ატანი, საფარი - ზუა, ჰუგელი, იაპი (87. ფერატი), შტოკერი (85. შაქირი) - ფრაი, შტრელერი (78. ჩიპერფილდი).
გოლები: 0:1 შტრელერი (74), 0:2 ფრაი (80), 0:3 ფრაი (87)
გაძევება: თარხნიშვილი (76)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული