"ბატესთვის" "ბარსელონას" 11 სარეზერვო ფეხბურთელი ემზადება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბატესთან" მატჩისთვის აპირებს მოედანზე გუნდის სარეზერვო ფეხბურთელები გამოიყვანოს.

ბელორუსის ჩემპიონთან სათამაშოდ "ბარსელონა ბ"-ს 11 ფეხბურთელი ემზადება. მათ შორისაა თავდამსხმელი ისააკ კუენკა, ნახევარმცველები მარტი რივეროლა და ჯონათან დოს სანტოსი, მცველი მარტინ მონტოია და სხვა ფეხბურთელები.

"ბატესთან" შეხვედრაში გვარდიოლას ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელის იმედი ექნება: დანიელ ალვეში, ჟერარდ პიკე, ტიაგო ალკანტარა, მაქსველი, ფონტასი, პედრო და ადრიანო.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული