ვენგერი: "მარსელს" ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აზრი გამოთქვა, რომ F ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი "მარსელს" აქვს.

"საერთო აზრის საპირისპიროდ ვფიქრობ, რომ "მარსელი" ძალიან კარგი გუნდია, ჭკვიანი მწვრთნელით სათავეში, რომელსაც შექმნილი სირთულეების გადალახვა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, "მარსელს" ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი ექნება.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ "არსენალი" "ოლიმპიაკოსთან" წარმატებით ითამაშებს. "ბორუსიას" პერსპექტივა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ბუნდოვანია", - აღნიშნა ვენგერმა.

F ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა: 1. "არსენალი" – 11; 2. "მარსელი" – 7; 3. "ოლიმპიაკოსი" –
6; 4. "ბორუსია" – 4.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ყოფილა არსენა ძია
giorgi
01:45 07-12-2011
0

სიახლეები პოპულარული