ქეცბაია: "ზენიტი" სტუმრად ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც შინ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგაში "ზენიტისა" და "პორტუს" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ზენიტს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია როგორც შინ, ასევე გასვლაზე. "პორტუ" კარგი, სერიოზული გუნდია და პეტერბურგელებს ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ ვფიქრობ, თუ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ, პრობლემა არ შეექმნებათ.
ერთი რამ არის საშიში "ზენიტი"  გასვლაზე ისევე ვერ თამაშობს, როგორც შინ.

ამას ისიც ემატება, რომ უცნობია, როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან ამჟამად "ზენიტის" ფეხბურთელები. ჩემპიონატში პაუზაა, მაგრამ ის, რომ კარგ გაზონზე, კარგ ამინდში ითამაშებენ, იმედს გვიტოვებს, რომ ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ", - თქვა
ქეცბაიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული