მოურინიო: ზოგიერთი "აიაქსთანაც" ითამაშებს და "ბარსელონასთანაც"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ ძირითადი შემადგენლობის ყველა მოთამაშის დასვენებას არ აპირებს.

ჩემპიონთა ლიგაში "ბლანკოსები" სატურნირო ამოცანებს არ წყვეტენ, 11 დეკემბერს კი "ბარსელონასთან" პრიმერადივიზიონის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელით.

"გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი სათამაშოდ "აიაქსთანაც" გამოვა და "ბარსელონასთანაც". ამაში სავიშვიშო არაფერია, რადგან ისინი მსგავს რიტმს შეჩვეულები არიან და ერთი კვირის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება შეუძლიათ.

ამას გარდა, ამსტერდამში ჩვენთან ერთად ჩვენი "კანტერის" სამი ფეხბურთელი ჩამოვიდა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული