მანჩინი: ყველას ჩვენი გამოვარდნა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ "ქალაქელებს" ყველა უფრთხის და ჩემპიონთა ლიგიდან მათი მალე გავარდნა სურს.

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი ბედი ამჟამად ბევრს აღელვებს. ამის მიზეზი ჩვენი კლუბის ძალა და პოტენციალია. უახლოეს მომავალში ჩვენ ევროპის ერთერთ უძლიერეს კლუბად შეგვიძლია ვიქცეთ.

"ნაპოლის" ჩვენი გავარდნა სურს, მაგრამ ეს გასაგებია. თუმცა ჩვენი გავარდნა მიუნხენის "ბაიერნსაც" სურს და სხვა ევროპული კლუბებიც მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნება, თუ ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განვაგრძობთ", - განაცხადა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული