რამდენადაც, ჯგუფის პარალელურ მატჩში "ოლიმპიაკოსმა" დამაჯერებლად დაამარცხა "არსენალი", "მარსელს" "ბორუსიასთან" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. გერმანიის ჩემპიონი ანგარიშით 2:0 წინ იყო, თუმცა სტუმრებმა სამი გოლის გატანა მაინც შეძლეს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, თუმცა ტაიმების ბოლოს ჩვენივე ხელით გავითხარეთ სამარე. ჯერ პირველი გოლი სრულიად უაზროდ გავუშვით, ხოლო მეორე ტაიმში, როცა მეტოქემ ზეწოლა განახორციელა, ჩვენ დავნებდით. არადა, "მარსელს" განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და