ვალტერ მაცარი: ბრძოლისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ვილიარეალთან" შეხვედრამდე განაცხადა, რომ ხუთი მარცხის შემდეგ მეტოქე მატჩისთვის სერიოზულად იქნება განწყობილი.

შეგახსნებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლელებს ჯგუფიდან გასავლელად "ვილიარეალთან" მხოლოდ მოგება დასჭირდებათ.

"ნაპოლის" მერვედფინალში გასვლა დამსახურებული იქნება. მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი სტილი არ შევცვალოთ, დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის.

"ვილიარეალს" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში არ გაუმართლა და ქაღალდზეც ისე ჩანს, თითქოს მასპინძლები ამ მატჩს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ესპანელებს ღირსება გააჩნიათ.

დარწმუნებული ვარ, ისინი
მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ. მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია. მიუხედავად "ვილიარეალში" არსებული ტრავმიანობისა, ისინი მოგებას შეეცდებიან. ამიტომ ბრძოლისთვის ვემზადებით", - თქვა მაცარიმ.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული