" წილად მხვდა ბედნიერება "ვილიარეალთან" მატჩის ანგარიში გამეხსნა. მიხარია ჩვენი გუნდის წარმატება. "ნაპოლის" ისტორია გადავწერეთ.
არ ვაპირებთ გაჩერებას და ყველა მატჩში ვიბრძოლებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.
"ვილიარეალის" კარში "ნაპოლის" შემადგენლობაში პირველი გოლი გავიტანე. დავიმსახურეთ პლეი ოფში თამაში და გულშემატკივრებს იმედებს არ გავუცრუებთ", - თქვა ინლერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ნაპოლიმ" გასვლით მატჩში "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.