ვიდიჩის გამოჯანმრთელების ვადა უცნობია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ნემანია ვიდიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბაზელთან" (1:2) შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო.

სერბი მეტოქე გუნდის შვეიცარიელ ფორვარდთან მარკო შტრელერთან შეჯახებისას დაშავდა. ვიდიჩი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

როგორც გაირკვა, "წითელი ეშმაკების" 30 წლის ფეხბურთელს მედიალური მყესი აქვს დაზიანებული. მისი გამოჯანმრთელების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული