ლამი: "მილანთან" თამაში არ გვსურს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანს ფილიპ ლამს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "მილანთან" თამაში არ სურს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე მიუნხენელების მეტოქე "ბაზელი", "ბენფიკა", ცსკა, "ლიონი", "მარსელი", "ზენიტი" ან "მილანი" იქნება.

"არსებული მეტოქეებიდან "მილანი" ყველაზე ძლიერია. მათთან ასე ადრე შეხვედრა კენჭისყრის ყველაზე დიდი უიღბლობა იქნება ჩვენთვის", - განაცხადა ლამმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული