შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე მიუნხენელების მეტოქე "ბაზელი", "ბენფიკა", ცსკა, "ლიონი", "მარსელი", "ზენიტი" ან "მილანი" იქნება.
"არსებული მეტოქეებიდან "მილანი" ყველაზე ძლიერია. მათთან ასე ადრე შეხვედრა კენჭისყრის ყველაზე დიდი უიღბლობა იქნება ჩვენთვის", - განაცხადა ლამმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით