ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 

ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში 9 ქვეყნის (სამი იტალიური და ორ-ორი ესპანური, გერმანული, ფრანგული და რუსული) წარმომადგენელი 16 გუნდი გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველად ითამაშებენ: "ბაზელი", აპოელ, "ნაპოლი" და "ზენიტი".

კენჭისყრის შედეგები:
"ლიონი"-აპოელ
"ნაპოლი"-"ჩელსი"
"მილანი"-"არსენალი"
"ბაზელი"-"ბაიერნი"
"ლევერკუზენი"-"ბარსელონა"
ცსკა-"რეალი"
"ზენიტი"-"ბენფიკა"
"მარსელი"-"ინტერი"

შეგახსენებთ, რომ პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება 14/15 და 21/22 თებერვალს, საპასუხოები - 6/7 და 13/14 მარტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული