ალეგრი: "არსენალი" ძლიერია, "მილანმა" თავის საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრის შესახებ აზრი გამოთქვა.

კენჭისყრის შედეგად იტალიურ კლუბს მეტოქედ ლონდონის "არსენალი" ერგო.

"არსენალმა" სეზონი არცთუ კარგად დაიწყო. თუმცა "მეთოფეები" გონს მოეგნენ და ეჭვი არ მეპარება, რომ თებერვლისთვის შესანიშნავ ფორმაში იქნებიან.

თუ ჯგუფურ ეტაპზე პრაღასა და მინსკში დაშვებულ შეცდომებს გავიმეორებთ, აუცილებლად პრობლემები შეგვექმნება. "არსენალი" ძლიერია და საჭიროა, მასთან საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული