მორატი: წილისყრა "ინტერისთვის" იღბლიანი არ გამოდგა

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი ფრანგულ "მარსელს", ჩემპოინთა ლიგის 1/8-ფინალში მილანური კლუბისთვის იოლ მეტოქედ არ მიიჩნევს.

"არ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის წილისყრა წარმატებული აღმოჩნდა. "მარსელი" ძალიან კარგი გუნდია. თუმცა, რა თქმა უნდა, იმავეს ვიტყოდი, ის რომ სუსტი გუნდი ყოფილიყო... არ დაგავიწყდეთ, გასულ სეზონში ტურნირიდან როგორ გამოგვთიშა "შალკე 04"-მა.

ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ფორმაში შეხვდებიან მომავალ დაპირისპირებას თებერვალში ეს გუნდები. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვითამაშეთ "მარსელთან". მაშინ გუნდში დიდიე დროგბა თამაშობდა და ჩვენთვის არასასურველი შედეგი მივიღეთ. ამჯერად კი ჩვენი გუნდის წარმატებისა
მჯერა", - განაცხადა მორატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული