"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაბრუნდეს, იმ შემთხვევაში თუ ფიფა თავისი სიტყვას შეასრულებს და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციას მისცემს.

ფიფასა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონფლიქტის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო შეხვედრაში "სიონის" მხრიდან "სელტიკთან" დაპირისპირების დროს მოედანზე იმ ფეხბურთელების გამოყვანა გახდა, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდათ.

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ფედერაციას "სიონის" დასჯა 13 იანვრამდე მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შვეიცარიის კლუბებს ევროთასებზე გამოსვლა აეკრძალებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბაზელს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, მიღწეული შედეგი დაეკარგება.

იმ შემთხვევაში
თუ "ბაზელი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს, მის ადგილს მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულმა გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ 3:3 ითამაშა, ხოლო საკუთარ კედლებში გამარჯვებას (2:1) მიაღწია, რითაც "წითელ ეშმაკებს" მერვედფინალის საგზური არ დაუთმო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი-I, მართალი ხარ ძმა, მაგარი უსამართლობაა...თუმცა სადაც "დიდი მაყუთი" ტრიალებს იქ სამართალი არ არსებობს სამწუხაროდ! "დიდ კაცთან, პატარა კაცსა"... ახლა ის მახსენდება, როგორ დაგვსაჯეს ფუტსალში, მოლდოვას სასარგებლოდ...არადა "ბაზელმა" მართლაც რო დაიმსახურა 1/8 ფინალში თამაში...
დევიდ აირონს
14:26 19-12-2011
0
ძალიან ცუდი იქნება, თუ ასე მოხდა! სიონმა თუ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები ათამაშა, ბაზელი რა შუაშია??? ან საერთოდ ფიფა რა შუაშია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასთან??? ალბათ ბლატერს ერთი ორი მილიონი მისცეს მანჩესტერიდან.
Giorgipirweli
12:34 19-12-2011
0

სიახლეები პოპულარული