"სიონის" პრეზიდენტმა ბლატერი კადაფის შეადარა, ხოლო ფიფა ტერორისტებს

AutoSharing Option
შვეიცარიული "სიონის" პრეზიდენტმა, კრისტიან კონსტანტინმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მისი კლუბის გავარდნის გაპროტესტებას ცდილობს, ფიფა ტერორისტულ ორგანიზაციას, ხოლო ფიფას პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი ლიბიის ყოფილ დიქტატორ მუამარ კადაფის შეადარა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას "სიონის" დასჯა მოსთხოვა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში აღდგენას სამოქალაქო სასამართლოების მეშვეობით ცდილობდა.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიფა შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციით ემუქრებოდა.

"ეს ტერორისტული აქტია, რომელსაც ჩვენ იურიდიულად შევებრძოლებით. ზეპ ბლატერი დიქტატორია, რომელმაც რეალობის გრძნობა სულ დაკარგა.

სავარაუდოდ ის გიჟია, რადგან შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციით ემუქრება იმის მაგივრად,
რომ საქმეები "სიონთან" გაარკვიოს.

მე თუ მაქვს პრობლემები, მათ ჩემით მოვაგვარებ და ჩემს მაგივრად ბიძაშვილს არ გავაგზავნი. ბლატერი იქცევა ისე, როგორც კადაფი 1988 წელს, როცა ის აშშ-ს დასჯას ცდილობდა და იერიში ამერიკულ ავიახაზებზე მიჰქონდა.

მაშინ უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ. მსგავს სიტუაციაში შესაძლოა "ბაზელი" აღმოჩნდეს", - განაცხადა კონსტანტინმა.

მომზადებულია Basler Zeitung-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული