ანჩელოტი: იტალიური ფეხბურთი წინ მიდის

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, რომელსაც არამარტო აპენინებზე, არამედ ინგლისშიც უმუშავია, მიიჩნევს, რომ "მილანს" და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ინგლისური კლუბების ბარიერის დაძლევა შეუძლიათ.

მილანი-არსენალი
"მე თხემით ტერფამდე "მილანისტა" ვარ, ამიტომ ობიექტური ვერ ვიქნები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ "მილანი" "არსენალზე" ძლიერია. მასიმილიანო ალეგრის ბრწყინვალე ჩემპიონები ჰყავს, მაშინ როდესაც "არსენალს" იბრაჰიმოვიჩის, პატოს ან რობინიოს ბადალი ფეხბურთელები არ გააჩნია.

მათ ჰყავთ ვან პერსი, მაგრამ ჩვენ ალესანდრო ნესტა და ტიაგო სილვა გვყავს. "მილანი" ფავორიტია, მაგრამ არც იმის დავიწყება შემიძლია, როგორ გამოთიშა
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგას "მილანი" 2008 წელს.

ნაპოლი-ჩელსი
იტალიურმა ფეხბურთმა წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ინგლისური ფეხბურთი კი პიკზე ნამდვილად არ არის, თუ "მანჩესტერ სიტის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოვარდნას გავითვალისწინებთ.

"ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი რამ უკვე გააკეთა, "მანჩესტერ სიტის" აჯობა, რომელიც პრემიერლიგაში დომინირებს, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება ნეაპოლელებმა იგივე "ჩელსისთანაც" გაიმეორონ.

"ჩელსიმ" ჰამშიკის, ლავესის, კავანის, მაჯოს და სხვების სისწრაფე უნდა გაითვალისწინოს. ლონდონელთა ერთადერთი უპირატესობა ევროთასებზე გამოცდილებაა, მაგრამ მჯერა, რომ "ნაპოლის" ენთუზიაზმი ამ უპირატესობას გააქარწყლებს", - თქვა ანჩელოტიმ.

ინტერი-ოლიმპიკი
კლაუდიო რანიერი "ინტერის" ფეხზე დაყენებას ცდილობს. მიმაჩნია, რომ მას ეს ბოლოს და ბოლოს გამოუვა. "ნერაძურის" მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს, ჩემპიონთა ლიგაში კი ოსტატობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - დაასკვნა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული