მარკო ვან ბასტენი: "რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან, თუ "ბაიერნმა" დააცადა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მარკო ვან ბასტენმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტებზე ისაუბრა.

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა უმალ მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაასახელა.

"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან. გასული სეზონის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ამ გუნდებს ფინალში თამაში შეუძლიათ, თუ ერთმანეთს უფრო ადრეულ ეტაპზე არ გადაეყრებიან. და კიდევ, თუ "ბაიერნმა" ამის საშუალება მისცა.

ამ გუნდმა ბოლო დროს საკუთარი თამაში ძალიან გააძლიერა. მიუნხენელთა შემადგენლობაში ბასტიან შვაინშტაიგერი, არიენ რობენი და თომას მიულერი თამაშობენ.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალი მიუნხენში
გაიმართება", - თქვა ვან ბასტენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული