"ვიქტორიას" ფეხბურთელი 2 წლით დასაჯეს

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დოპინგ-ტესტის ჩაგდებისთვის ჩეხური პლზენის "ვიქტორიას" მცველი ორი წლით მოკვეთა.

29 წლის დავიდ ბისტრონის სინჯმა ნოემბერში დადებითი შედეგი აჩვენა, ისევე როგორც, განმეორებითმა ტესტმა.

დისკვალიფიკაცია ძალაში 3 იანვრიდან შესულად გამოცხადდა, ასე რომ, ბისტრონი ფეხბურთს მხოლოდ 2014 წლის იანვარში თუ დაუბრუნდება, როცა ის 31 წლის იქნება.

ჩეხი ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩავარდა, ბატე-სთან მატჩის შემდეგ. ის თამაში "ვიქტორიამ" 1:0 მოიგო და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა ჯგუფში (სადაც "ბარსელონა" და "მილანი" თამაშობდნენ) მე-3 ადგილის დაკავებით. ჩეხური გუნდი ევროპა ლიგის
პლეი ოფში გერმანულ "შალკეს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული