მანუელ ფრიდრიხი: "ბარსელონას" თავს შევაკლავთ!

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" მცველმა მანუელ ფრიდრიხმა კატალონიურ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

ამ კლუბებს შორის პირველი შეხვედრა 14 თებერვალს გერმანიაში გაიმართება, საპასუხო კი - 7 მარტს ესპანეთში.

"უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ასეთი მაღალი კლასის მეტოქე რომ გვხვდა. ჩვენ ყველა უიმედო აუტსაიდერად მიგვიჩნევს და ეს გასაკვირი არაა, ჩვენი მეტოქე ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი - "ბარსელონაა". ჩვენ ამ ორ თამაშს სულმოუთმენლად ველით.

მეტოქეს საკადრისად უნდა მოვეპყრათ, მაგრამ არაფერი უნდა დავუთმოთ. ამ გამოწვევისთვის მზად ვართ და მოედანზე ძალების დაუზოგავად ვიბრძოლებთ. "ბარსელონას" თავს
შევაკლავთ!

ამ თამაშის წინ მწვრთნელისგან რაიმეს ახსნა არ გვიჭრდება - ყველამ კარგად ვიცით, ვინაა "ბარსელონა". ასეთი დაპირისპირების წინ ფეხბურთელს მოტივაცია არ სჭირდება", - თქვა ფრიდრიხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული