რობინ დუტი: "ბარსელონას" დამარცხება სხვადასხვა გზით შეიძლება

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" თავკაცი რობინ დუტი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" დაუმარცხებელი არ არის.

14 თებერვალს გერმანული კლუბი კატალონიურ გრანდთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.

"ასეთი მატჩებისთვის მზადება ყოველთვის საინტერესოა. "ბარსელონას" მატჩების ვიდეოჩანაწერების ნახვა ძალიან ლამაზი ფეხბურთით ტკბობის საშუალებას იძლევა. მსურს მოთამაშეებს ცალკეულ მომენტებზე ვესაუბრო. თუ შედეგის მიღწევა გვსურს, ამისთვის ბევრი გარემოება უნდა დაემთხვეს.

ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი ძალა უკვე წარმოვაჩინეთ. არ დავნებდით და მეტოქეებს ბევრი პრობლემა შევუქმენით. "ვალენსიასთან" და "ჩელსისთან" მატჩებში ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცეთ. გუნდს სჯერა, რომ შეუძლია ნებისმიერ
შედეგს მიაღწიოს. მიმდინარე გათამაშებაში ეს უკვე დავამტკიცეთ და ვეცდებით, 14 თებერვალსაც იგივე გავაკეთოთ.

"ბარსელონას" დამარცხება სხვადასხვა გზით შეიძლება. შეიძლება ყრუ დაცვაში ჩაჯდე, როგორც ეს "ინტერმა" წარმატებით გააკეთა, როდესაც დაცვაში ათი კაცი გაამწესა. შეიძლება აქცენტი შეტევასა და მკაცრ პრესინგზე გაააკეთო. ასე ქნა "ვალენსიამ" და "ბარსელონასთან" ორ ფრეს მიაღწია. თუმცა გუნდების უმრავლესობა მარცხდება.

მიუხედავად არჩეული ტაქტიკისა, მზად უნდა იყო, რომ "ბარსელონა" ბურთს სათამაშო დროის 65-70 პროცენტის განმავლობაში დაიჭერს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებ, თუ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოიყენებ", - დასძინა "ფარმაცევტების" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული