23 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო ორი მატჩი გამოტოვა, ამჟამად კი გუნდთან ერთად გერმანიაში იმყოფება. ესპანელმა თამაშის წინ სრულყოფილად ივარჯიშა.
გამომდინარე აქედან, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ბუსკეტსის გამოყვანა მატჩის პირველივე წუთებიდან შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ლევერკუზენის "ბაიერსა" და "ბარსელონას" შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით