სერხიო ბუსკეტსი ლევერკუზენის "ბაიერთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, რომელიც მან "სოსიედადთან" (2:1) შეხვედრაში მიიღო.

23 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო ორი მატჩი გამოტოვა, ამჟამად კი გუნდთან ერთად გერმანიაში იმყოფება. ესპანელმა თამაშის წინ სრულყოფილად ივარჯიშა.

გამომდინარე აქედან, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ბუსკეტსის გამოყვანა მატჩის პირველივე წუთებიდან შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ლევერკუზენის "ბაიერსა" და "ბარსელონას" შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული