სილვიო ბერლუსკონი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" სიმბოლოდ ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
"მილანის" მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ჩემპიონთა ლიგაში მისი გუნდის "არსენალთან" გამარჯვების (4:0) შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გატანილი პენალტი და საგოლე გადაცემა აღნიშნა.

"მილანმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ეს გამარჯვება გუნდს მომავალი განვითარებისთვის სტიმულს მისცემს.

მინდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღვნიშნო, რომელიც "მილანის" სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც  ზლატანი "როსონერიში" გადავიდა, პროგრესირებს.

შვედმა გუნდზე თამაში დაიწყო. შეტევების დაგვირგვინების გარდა, ის ბრწყინვალე პასებს აკეთებს", - თქვა ბერლუსკონიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული