ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელებმა ლიონელ მესის მაისურის გამო იკამათეს

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელებმა მანულ ფრიდრიხმა და მიხაილ კადლეცმა "ბარსელონასთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის შესვენების დროს კატალონიური გუნდის თავდამსხმელის ლიონელ მესის მაისუირის გამო იკამათეს. ამის შესახებ BILD იუწყება.

პირველი ტაიმის შემდეგ კადლეცმა მესის მაისური კი გაუცვალა, მაგრამ შემდეგ ფრიდრიხმა წაართვა. შედეგად, კადლეცს არგენტინელისთვის წაგებული თამაშის ბოლოს მაისურის თხოვნა მეორედ მოუხდა.

"ფეხბურთელების საქციელმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მათთან ჯერ არ მილაპარაკია, თუმცა ამას აუცილებლად ვიზამ. გარანტიას გაძლევთ, რომ კადლეცსა და ფრიდრიხს მესის მაისურების გაყიდვას ვაიძულებთ. თანხას კი ქველმოქმედებისთვის გავიღებთ", -
განაცხადა "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.

7 მარტს ბარსელონაში, საპასუხო შეხვედრის დროს რობინ დუტის შეგირდებს "ოქროს ბურთის" მფლობელისგან მაისურის მიღების შანსი კიდევ მიეცემათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
gaga და რონალდო ვინაა საერთოდ ?
- ზოგადად, არავიზე არ ღირს ესე გაგიჟება და მით უმეტეს ამ 2 ფეხბურთელზე :-)

პაზოოოოორრრრრრრ პროსტა რაააააა !
Juli
03:14 17-02-2012
0
მესის მაიკაზე როგორ უნდა იკამათო. რონალდოსი ხო არ არი არააა
gaga
20:20 16-02-2012
0

სიახლეები პოპულარული