ანხელ დი მარია, ლასანა დიარა და ჰამილ ალტინტოპი ცსკა-სთან არ ითამაშებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველები ანხელ დი მარია, ლასანა დიარა და ჰამილ ალტინტოპი ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ.

ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი მადრიდში დარჩება. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

მოსკოვში კი შემდეგი 21 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: კასილასი, ადანი, მეჰიასი
მცველები: არბელოა, კარვალიო, ვარანი, ალბიოლი, პეპე, კოენტრაუ, მარსელო, რამოსი
ნახევარმცველები: ჰედირა, ხაბი ალონსო, იოზილი, კალიეჰონი, შაჰინი, გრანერო, კაკა
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო, ბენზემა, იგუაინი

შეგახსენებთ, რომ ცსკა-სა და "რეალს" შორის მატჩი 21 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00
საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული