მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა მოსკოვში ტონა თბილი ტანსაცმელი წაიღეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და კლუბის წარმომადგენლებმა, რომელიც მოსკოვში ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის ჩასატარებლად ჩაფრინდნენ, თან 1250 კგ თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს - დელეგაციის 50 წევრიდან თითოეულზე 25 კგ.

"რეალის" დელეგაცია ესპანეთში 19 თებერვალს ჩაფრინდა, ანუ მატჩამდე ორი დღით ადრე, რათა ცივ ამინდს შეეჩვიოს. ყინვის მიუხედავად, ავტობუსით აეროპორტიდან სასტუმრომდე გადაადგილებისას ბევრი მოთამაშეს მხოლოდ სპორტული კოსტიუმი ეცვა.

დეკემბერში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შემდეგ, ცსკა-მ უეფას "რეალთან" პირველი შეხვედრის მადრიდში ჩატარება სთხოვა, საპასუხოსი კი რუსეთის დედაქალაქში. თუმცა მატჩის გადატანზე შეთანხმება
ვერ მოხერხდა.

ცსკა-სა და "რეალის" შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება. ამ დღეს მოსკოვში 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

საპასუხო შეხვედრა მადრიდში 14 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული