ვალტერ მაძარი: სამწუხაროა, რომ მაჯომ ანგარიში 4:1 არ გახადა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ, რომელსაც ლონდონის "ჩელსისთან" 21 თებერვალს გამართული მატჩის დროს თავისი კლუბის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკრძალული ჰქონდა, თამაშის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო.

"გუნდი ყოველმხრივ მომეწონა. საკუთარ კარში გაშვებულ გოლს საკადრისი პასუხი გავეცით. კარგია, რომ ჩემი მოთამაშეები 0:0 ანგარიშზე სათამაშოდ არ გამოსულან მოედანზე.

სამწუხაროა, რომ მაჯომ ვერ მოახერხა ანგარიში 4:1 გაეხადა, რადგან ვიცით, რამდენად ძლიერია "ჩელსი" შინ", - თქვა მაძარიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული