"არ გაგვიმართლა და გოლი გავუშვით, მაგრამ მალევე ვუპასუხეთ. ვიცით, რომ სტუმრად რთული მატჩი გველის, "ჩელსის" უპირატესობა ექნება, მაგრამ ჩვენ სწრაფ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ.
სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გვახსოვდეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
ეროვნულ ჩემპიონატში ორი მატჩის ზედიზედ მოგებამ ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაგვიუმჯობესა, რაც ამ შეხვედრის მოგებაში დაგვეხმარა", - თქვა სლოვაკმა.