ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის დროს ტკივილი იგრძნო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. ბენზემა მე-14 წუთზე შეცვალეს.
ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ მისი გამოჯანმრთლების ზუსტი ვადა გაირკვევა.
ესპანური პრესის ცნობით, ბენზემას ტრავმა სერიოზულია არაა, თუმცა ფრანგის თამაში "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში 26 თებერვალს გაიმართება, საეჭვოა.
მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით