ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ინტერი" და "ბაიერნი" ბოლოს მაინც გატყდნენ [+VIDEO]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც ფავორიტი იყო, მაინც ბევრი ელოდა, რომ "ბაიერნი" და "ინტერი" (განსაკუთრებით) რაღაც მსგავსს ჩაიდენდნენ - გერმანულმა და იტალიურმა გრანდებმა ბოლო წუთებამდე გაძლეს, მაგრამ თითო გოლი მაინც გაუშვეს და ახლა ხელაღებით ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რომ ჰაერში ორი სენსაციის სუნი დადგა.

ჯერ "ბაიერნმა" გაუშვა, როცა შეცვლაზე შესულმა ზუა დაოგარიმ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა შტოკერი (ასევე შეცვლაზე შესული). ეს შვეიცარიული მატჩის 86-ე წუთზე მოხდა.

"ინტერმა" მეტი გაძლო - გოლი მილანელებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გაუშვეს აფრიკელი ანდრე
აიუსგან, რომელსაც საგოლე პასი ვალბუენამ გადააწოდა.

ისე, უნდა ითქვას, რომ არა "ბაზელის" მეკარე იან ზომერის დიდებული თამაში, "ბაიერნი" საჭირო ანგარიშით დაბრუნდებოდა მიუნხენში. მეორე თამაშში კი სულ სხვა სიუჟეტი იყო, "ინტერი" "მარსელის" უკბილო შეტევებისგან იცავდა თავს... აიუს გასროლამდე.

ეს "ნერაძურის" მე-6 მარცხია 7 მატჩში. ჩაო, კლაუდიო რანიერი?

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩები

ბაზელი-ბაიერნი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი - შაჩირი (83. ზუა დაოგარი), ჰუგელი, ჯაკა, ფ. ფრაი (66. შტოკერი) - ა. ფრაი (89. კაბრალი), შტელერი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, ალაბა - რობენი, კროოსი (89. ოლიჩი), რიბერი (71. მიულერი) - გომესი.
გოლი: 1:0 შტოკერი (86)
გაფრთხილება: აბრაჰამი - მიულერი, რაფინია
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-15 (7-10); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 36 000

მარსელი-ინტერი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა (80. ფანი), დიავარა, ნკულუ, მორელი - დიარა, შეირუ (84. კაბორე) - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - ბრანდაო (73. ჯ. აიუ).
ინტერი (4-4-1-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი (46. ნაგატომო), ლუსიო, სამუელი, კივუ - ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, სარატე (63. ობი) - სნეიდერი - ფორლანი.
გოლი: 1:0 ა. აიუ (92)
გაფრთხილება: დიავარა - სტანკოვიჩი, სარატე, კივუ
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-4 (4-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული