"ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ პირველ ტაიმში იყო მომენტები, როდესაც თამაშის გაკონტროლება შეგვეძლო.
დაპირისპირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ, მდგომარეობის შესაცვლელად ძალებს გამოვნახავთ.
ბოლო დროს "ინტერს" წარმატებამ ზურგი აქცია. ამჯერად "მარსელს" ჩვენი კარის მიმართულებით დარტყმაც უჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგვიტანა. დამარცხებას არ ვიმსახურებდით", - თქვა რანიერიმ.