კლაუდიო რანიერი: მილანის "ინტერი" "მარსელთან" დამარცხებას არ იმსახურებდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, რომლის გუნდიც "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დამარცხდა, თამაშის შემდეგ უიღბლობაზე დაიჩივლა.

"ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ პირველ ტაიმში იყო მომენტები, როდესაც თამაშის გაკონტროლება შეგვეძლო.

დაპირისპირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ, მდგომარეობის შესაცვლელად ძალებს გამოვნახავთ.

ბოლო დროს "ინტერს" წარმატებამ ზურგი აქცია. ამჯერად "მარსელს" ჩვენი კარის მიმართულებით დარტყმაც უჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგვიტანა. დამარცხებას არ ვიმსახურებდით", - თქვა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული