ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ბილეთები ორნახევარჯერ გაიაფდა

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ბილეთების ფასი, 2011 წელთან შედარებით, ორნახევარჯერ გააიაფა. მიუნხენში ტურნირის 2011/12 წლის სეზონის ფინალზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ეღირება, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ლონდონში გამართულ ფინალზე 150 ფუნტი სტერლინგი (180 ევრო) ღირდა.

ყველაზე ძვირი ბილეთი 370 ევრო ეღირება. ეს ფასები "ნეიტრალური" მაყურებლების ბილეთებზეა მითითებული. ფინალში მოთამაშე გუნდების გულშემატკივრები უეფასგან სპეციალურ ქვოტას მიიღებენ და ბილეთები კლუბების საშუალებითაც გავრცელდება.

1 მარტს უეფას ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა სიახლე ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთების ონლაინ რეჟიმში მოთხოვნის შესახებ. სულ
"ნეიტრალური" გულშემატკივრებისთვის ოთხი საფასო კატეგორიაა გათვალისწინებული - 70, 160, 260 და 370 ევროს ღირებულების.

ამას გარდა, გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ-შეკვეთისას დამატებითი თანხა უნდა გადაიხადონ. გერმანიის მოქალაქეებისთვის ის 10 ევროს შეადგენს, სხვა ევროპული ქვეყნების  მცხოვრებლებისთვის კი - 20 ევროს, დანარჩენი ქვეყნებისათვის - 35 ევროს.

ბილეთების განაწილება ლატარიის პრინციპით მოხდება და ის გულშემატკივართა განაცხადების მიღების შემდეგ ჩატარდება. შედეგები ცნობილი 2 აპრილს გახდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 19 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული