არსენ ვენგერი: შეიძლება "მილანთან" 4 თავდამსხმელი გამოვიყვანო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩამდე განაცხადა, რომ გუნდში საკადრო პრობლემები აქვს.

"ამ დროისთვის მხოლოდ ორი ნახევარმცველი მყავს: სონგი და როსიცკი. ამიტომ შესაძლოა "მილანთან" შეხვედრაში ოთხი თავდამსხმელი გამოვიყვანო.

რამდენიმე სქემის გამოყენება შემიძლია, მაგრამ ამ მატჩში როგორ იქნება, ვერ გეტყვით.

როსიცკის თამაშიც საეჭვოა, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შემიქმნის. ჩემს განკარგულებაში ვან პერსი, ჟერვინიო, ოკსლეიდ-ჩემბერლენი, შამაჰი და უოლკოტია", - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "არსენალის" პირველი მატჩი იტალიელების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის
საპასუხო შეხვედრა, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება, სადაც "არსენალი" "მილანს" უმასპინძლებს.

მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული