მასიმილიანო ალეგრი: შევრცხვით, მაგრამ ამოცანა შევასრულეთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გუნდიც ლონდონის "არსენალთან" 0:3 დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, თამაშის შემდეგ ნახევარდაცვაში ცუდ თამაშზე დაიჩივლა.

"მეტოქის პირველივე კუთხურის შემდეგ გოლი გავუშვით, რამაც თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ბურთს ნახევარდაცვაში აბსოლუტურად ვერ ვიჭერდით, ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. დაცვის ხაზიც ძალიან უკან იყო დაწეული.

ეს სამარცხვინო წაგება იყო, მაგრამ საერთო ამოცანა შევასრულეთ. ახლა უნდა დაველოდოთ, როდის დაბრუნდება რამდენიმე მოთამაშე ტრავმის შემდეგ.

რა ვუთხარი მოთამაშეებს შესვენებაზე? ვთქვი, რომ პირველი ტაიმი თავიდან უნდა ამოგვეგდო და თამაში 0:0
-დან დაგვეწყო", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული